|
პროექტის
სახელწოდება
|
„
დაცული წყალი -დაცული მოსახლეობა “
|
|
პროექტის
მთავარი იდეა
|
მოსწავლეები შეისწავლიან მათთან ტერიტორიული მდებარეობით
ახლომდებარე მდინარეს და მის შენაკადებს და დაადგენენ მდინარის დაბინძურების
ხარისხს .
|
|
პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის , კვლევის, პრეზენტირების უნარ-ჩვევები . ინდივიდუალურად გააკეთებენ მონაცემთა
ანალიზს, გამოიკვლევენ მდინარის დაბინძურების ხარისხს , გააკეთებენ შეფასებას და ამაზე დაყრდნობით მოძებნიან პრობლემის გადაჭრის
გზებს.
|
|
პროექტის მიზნები.
|
პროექტის მთავარი მიზანი მდინარის დაბინძურების თავიდან აცილებაა . მოსწავლეები გამოიკვლევენ დგას
თუ არა საზოგადოების წინაშე
სუფთა წყლის პრობლემა. განახორციელებენ კვლევით პროცედურებს და დაგეგმავენ შესაბამის ღონისძიებებს ამ პრობლემის
მოსაგვარებლად .
|
|
მოსწავლეთა ასაკი
|
14-15 წელი
|
|
ვადები/
ხანგრძლივობა
|
12-14 დღე.
|
|
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარმოაჩენენ პრობლემათა შორის ყველაზე სერიოზულს
.შედეგებს ჩაინიშნავენ გრაფიკულ ან ვიზუალურ ფორმატში და წარმოადგენენ შესაბამის
ფოტო,აუდიო და ვიდეომასალას.
|
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კვლევითი ლაბორატორია , რუკა , ინტერნეტ-რესურსები
ფოტოები, პროექტორი,უშუალო კონტაქტი.
|
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
|
პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეები იყენებენ
სხვადასხვა სახის აქტივობებს :
პირველ რიგში იკვლევენ რუკას მდინარე X - ის შენაკადების დასადგენად. შემდეგ კი აწარმოებენ მდინარის მიმდებარედ მცხოვრებთა გამოკითხვას.
სტატისტიკურ მონაცემებს აღრიცხავენ გრაფიკულ
ფორმატში.
მდინარის წყლის ლაბორატორიული კვლევის მიზნით წყალს
წაიღებენ გამოსაკვკევად ადგილობრივ
კვლევით ლაბორატორიაში.დააკვირდებიან ანალიზის პროცესს და მონაცემებს შეიტანენ შესაბამის ცხრილში . მონაცემებზე დაყრდნობით მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას
წყლის დაბინძურების ხარისხის შესახებ.
მოსწავლეები მოპოვებულ ინფორმაციასა და ვიზუალურ მასალას ინდივიდუალურად
წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით .
განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევრებს და მსჯელობენ
პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზებზე. საბოლოოდ კი ირჩევენ ნამუშევრებს შორის საუკეთესოს.
|
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
|
გეოგრაფიასთან
კავშირი რუკის კვლევისას.
|
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
თეა
მოდებაძე
|
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
t.modebadze1980@gmail.com
|
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://tmodebadze1980.blogspot.com/
|
პროექტები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment