გაკვეთილის გეგმა
|
გაკვეთილის მთავარი თემა:
|
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა,სუნთქვის სისტემის დაავადებები.
|
|
სწავლების საფეხური
|
VIII-კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
2 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეები
მოიპოვებენ
ინფორმაციას
და
გააანალიზებენ
თამბაქოს
წევის
და
ნარკოტიკული
ნივთიერებების
მოხმარების
მავნე
გავლენას
ორგანიზმის
სხვადასხვა
სისტემის
ფუნქციონირებაზე.
|
|
ბიოლ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების
წესის მნიშვნელობა.
მოიპოვებენ ინფორმაციას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების შესახებ.
|
|
|
წინასწარი ცოდნა
|
გაიხსენებენ სუნთქვის სისტემის ორგანოებს და
ჰაერგამტარ გზებს.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასება: ინდივიდუალური განმსაზღვრელი.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, სპეც. ტექსტი,ფლიპჩარტის ფურცლები,
კალამი, ფერადი ფანქრები, პროექტორი, კომპიუტერი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A
ფაზა: გამოწვევა-წინა მასალის გამოკითხვა
კითხვებით.
აქტივობა
1. შესავალი საუბარი,დისკუსია (10წთ)
გავაცნობთ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და
ვსვამთ კითხვებს:
1. რა იცით თამბაქოს წარმოშობისა და გავრცელების
შესახებ?
2. რატომ იწყებენ ადამიანები მოწევას?
3. რატომ ითვლება თამბაქო საშიშ ნარკოტიკად?
4. რას იტყვით პასიური მოწევის შესახებ?
5. ძნელია სიგარეტისათვის თავის დანებება?
შემუშავებული წესების მიხედვით კლასში წარვმართავთ დისკუსიას .მოსწავლეებს მიეცემათ
საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები.
B
ფაზა: ტექსტზე მუშაობა
აქტივობა
2. სავარჯიშო : “არამწეველთა ქალაქის რუკა”
(20წთ)
მოსწავლეებს დარიგდებათ სპეც.ტექსტი სახელწოდებით
“ სიგარეტი, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, კლავს “ და ვთხოვთ გაეცნონ მასში
მოცემულ ინფორმაციას.
მასალის საფუძველზე ინდივიდუალურად უნდა მოიფიქრონ
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თავიანთი თანატოლებისათვის.
როგორ
მოქმედებს თამბაქო ორგანიზმზე;
რა
შეიძლება მოჰყვეს თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას;
რა
არის პასიური მოწევა;
ინდივიდუალურად შევაჯერებთ ნამუშევრებს და
საჭიროების შემთხვევაში მივაწოდებთ დამატებით ინფორმაციას.
მოსწავლეებს
დაურიგდებათ ე.წ ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები ,ფერადი ფანქრები და მიეცემათ დავალება:
იმის
საფუძველზე, რაც გაიგეს, შეადგინონ წარმოსახვითი “არამწეველთა ქალაქის” გეგმა,მოიფიქრონ
ქუჩებისა და მოედნების,სხვადასხვა ობიექტების დასახელებები.შექმნან ლეგენდა ამ ქალაქზე.
იმის
საფუზველზე,რაც გაიგეს,შეადგინონ წარმოსახვითი “მწეველთა ქალაქის’’ გეგმა, მოიფიქრონ
ქუჩებისა და მოედნების, სხვადასხვა ობიექტების დასახელებები. შექმნან ლეგენდა ამ
ქალაქზე.
c ფაზა: გაკვეთილის შეჯამება.
აქტივობა 3 . პრეზენტაცია (10 წთ)
მოსწავლეები გააკეთებენ ზეპირ პრეზენტაციას ნამუშევრებთან
დაკავშირებით.მასწავლებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების
წესის მნიშვნელობას.
შეფასება: ( 3 წთ )
განმსაზღვრელი,
საკლასო მუშაობის -წარმოდგენილი პრეზენტაციის
მიხედვით.
საშინაო დავალება:
(2
წუთი)
მოიძიონ
ინფორმაცია სხვა მავნე ნარკოტიკული ნივთიერებების
შესახებ.
|
No comments:
Post a Comment